ბრუნო ბალვანერა: რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს

ბრუნო ბალვანერა: რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს

"თუ საქართველო ნამდვილად ევროპის "მეორე ტალღის" ლიდერია, რა განაპირობებს ამ ლიდერობას? რა განასხვავებს საქართველოს სხვა ქვეყნებისგან? - Emerging Europe-ის რედაქტორის, ენდრიუ ვრობელის ამ კითხვაზე EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ განმარტა, რომ აქ მთავარი საქართველოს მთავრობის სწორი სტრატეგიაა. ბალვანერამ Emerging Europe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვრცლად ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის თავდადება, ხედვა და სტრატეგია, ასევე ის ფაქტი, რომ ამ მთავრობის არჩევა დემოკრატიის პრინციპების დაცვითა და გამჭირვალედ მოხდა.  ხელისუფლება რეფორმების პროცესს  განაგრძობს და მუდმივმოქმედი ინსტიტუციების შექმნას ემსახურება. საქართველო მშენებარე ქვეყანაა.  რომელ სამინისტროსაც არ უნდა ეწვიოთ, ნახავთ, რომ იქ საძირკველს უყრიან მომავალს", - აღნიშნა ბალვანერამ.

მისი განცხადებით, ისტორიული თვალსაზრისით, საქართველო იმაზე მეტად ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

"ეს აშკარად შესამჩნევია, თუ მოსახლეობას დავაკვირდებით. საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია ცალსახაა: ევროპა და ჩრდილოატლანტიკური კავშირი. ქვეყანა მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპასთან და აშშ-სთან,  ცხადია, საკუთარ მომავალსაც იმავე მიმართულებით განვითარებაში ხედავს" - აღნიშნა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...