ბრუნო ბალვანერა: საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია

ბრუნო ბალვანერა: საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია

"საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის  ეკონომიკაში.  საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია", - ამის შესახებ EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორთან, ენდრიუ ვრობელთან საუბრისას განაცხადა.

ბალვანერას შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი, სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია იმ მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდება. ჩაკრაბარტიმ იგულისხმა, რომ ‘პირველი ტალღა’ აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. "პირველი ტალღის" ქვეყნებმა უკვე მოახერხეს ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. რაც შეეხება ‘მეორე ტალღის’ ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საბაზრო ეკონომიკაში. საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა", - აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი.

ვლადიმერ ჯანჯღავა: მიმართვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს

ვლადიმერ ჯანჯღავა: მიმართვა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს

5 საათის წინ

"პატივისცემით მოგმართავთ ვლადიმერ ჯანჯღავა - კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელი და ერთადერთი ინვესტორი. ხაზგასმით ვიმეორებ - ერთადერთი ინვესტორი, ვინაიდან კომპანია "ბადაგონი" მხოლოდ ჩემი ფინანსური ინვესტიციებით შეიქმნა. 2003 წლიდან...