ბიტკოინის კურსმა 5000 დოლარს გადააჭარბა და ახალი რეკორდი დაამყარა

ბიტკოინის კურსმა 5000 დოლარს გადააჭარბა და ახალი რეკორდი დაამყარა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა შეძლო მთლიანად ამოეღო სექტემბრის ჩავარდნა, რაც ჩინეთში ICO-ს აკრძალვით იყო გამოწვეული.

ბიტკოინის კურსმა 12 ოქტომბერს, ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 5000 აშშ დოლარიან მაჩვენებელს და ახალი რეკორდი დაამყარა. ამ მომენტისათვის ბიტკოინის კაპიტალიზაცია 84,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Coindesk-ისა და Coinmarketcap-ის მობაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის კურსმა 5100 აშშ დოლარს გადააჭარბა და მაქსიმალური - 5145 აშშ დოლარი აჩვენა, რაც დღიური 7%-იანი ზრდაა.

აქამდე, მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბიტკოინის კურსმა 5000 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2 სექტემბერს მოხდა, თუმცა შემდეგ მაჩვენებელმა მალევე მოახდინა კორექტირება და დაიწია. სექტემბრის შუა რიცხვებში კი, ჩინეთში ICO-ს აკრძალვის ფონზე კრიპტოვალუტის მაჩვენებელი 3000 აშშ დოლარამდე დაეცა.

ცნობისთვის, ბიტკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიეთებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბითქოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.

ბიტკოინების სერვისით სარგებლობა საქართველოში eMoney-ზე არის შესაძლებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

5 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...