მთავარი » ეკონომიკა » გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია "გრინ დეველოპმენტის" პრესკონფერენციას დაესწრო
გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია "გრინ დეველოპმენტის" პრესკონფერენციას დაესწრო
18:55 | 11 ოქტომბერი, 2017

გიორგი ჩერქეზიშვილი კომპანია "გრინ დეველოპმენტის" პრესკონფერენციას დაესწრო

"ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით, რადგან სწორედ ახლა მიმდინარებს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად არის ჩართული ამ  პროცესში", - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა დეველოპერული  კომპანია "გრინ დეველოპმენტის" მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ  ბაზარზე  კომპანია "გრინ დეველოპმენტი" 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალ ობლიგაციას გამოუშვებს,            წლიური 11%-იანი სარგებლის დარიცხვით.

 კომპანიის ინფორმაციით, "გრინ დეველოპმენტი "მ2"-ის შემდეგ  უძრავი ქონების ბაზარზე მე-2 კომპანიაა, რომელმაც  ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება მოიპოვა.