მთავარი » ეკონომიკა » სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
15:13 | 11 ოქტომბერი, 2017

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 11 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.338 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.