FAO-ს ექსპერტებმა ქართველ საჯარო მოხელეებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება გააცნეს

FAO-ს ექსპერტებმა ქართველ საჯარო მოხელეებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება გააცნეს

"ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) სოფლის მეურნეობის შეთანხმების“ შესახებ  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარეს.

ორდღიან სემინარს, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა გახსნა, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკომონიკის სამინისტროს ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში არიან ჩართულები.

ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ WTO-ს სოფლის მეურნეობის შეთანხმების მიხედვით დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს, რომელთა განხორციელება ქვეყნის შიდა მხარდაჭერას საჭიროებს. ასევე განხილულ იქნა WTO-ს სოფლის მეურნეობის კომიტეტსა და საქართველოს შესაბამისი უწყებების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და WTO-ს რეგულაციების დანერგვაში ქვეყნის შიდა მხარდაჭერა. ტრენინგს FAO-ს ექსპერტი ლარს ბრინკი უძღვებოდა.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

12 საათის წინ

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...