მთავარი » ბიზნესი » სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების დონე ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრია
სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების დონე ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრია
15:36 | 10 ოქტომბერი, 2017

სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების დონე ქვეყნის ეკონომიკის ბარომეტრია

"ჯიპიაი ჰოლდინგის" გაყიდვების მაგისტრთა დელეგაცია ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმრობის ფარგლებში გაყიდვების ტოპ გუნდის წარმომადგენლები ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს  წევრს მარტინ სიმჰანდლს და ავსტრიელ კოლეგებს შეხვდნენ.

ვიზიტის მთავარი თემა მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილება - ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იყო. შეხვედრაზე მასპინძლებმა ქართველ კოლეგებს ევროპული გამოცდილება გააცნეს და  სავალდებულო დაზღვევის დადებით მხარეებზე იმსჯელეს. თუ რა გავლენას ახდენს რეგულაცია ქვეყნის ეკონომიკაზე და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მან თითოეულ მოქალაქეს.

მარტინ სიმჰანდლი, ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: "დაზღვევის განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან - რაც უფრო მეტი დოვლათი იქმნება ქვეყანაში, მით მეტია მოთხოვნა ბიზნეს და ინდივიუალური რისკების დაზღვევაზე. სწორედ ეკონომიკური განვითარების გამოძახილია სავალდებულო დაზღვევის სახეობებიც, რადგან ბუნებრივად ჩნდება აუცილებლობა, ქვეყანა საბაზისო რისკებისგან მასიურად იყოს დაცული. ეს კი ქვეყნის სოციალური ფონისთვისაც აუცილებელია და რა თქმა უნდა, არის საინვესტიციო კლიმატის სიჯანსაღის მაჩვენებელიც".

სავალდებულო დაზღვევისა და ქვეყანაში ამ მიმართულებით მოსალდონელ რეფორმებზე საუბრისას, ბატონმა სიმჰანდმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ქვეყანაში ვითარდება სხვადასხვა სისტემებიც  - იქნება ეს იურიდიული, თუ უსაფრთხოების სტანდარტების თავსაზრისით. მისი თქმით, განვითრებულ ქვეყნებში მოულოდნელი შემთხვევები სრულიად განსხვავებულად რეგულირდება - მაგალითად, მესამე პირის დაზარალების შემთხვევაში, დაზღვევის გარეშე ამ რისკთან გამკლავება უბრალოდ წარმოუდგენელია.

მარტინ სიმჰანდლი, ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: "ჯიპიაი ჰოლდინგი" იყო და არის ამ განვითარების პროცესში ის მოთამაშე, რომელიც მუდმივად ფიქრობს, როგორ შეუმსუბუქოს ადამიანებს და ბიზნესებს იმ რისკების გავლენა - რაც მათ საქმიანობაზე, ბიზნსზე ან ჯანმრთელობაზე აისახება. ჩვენი მხრიდან, მუდმივად ვცვლით ინფორმაციას და გამოცდილებას, რომ სადაზღვევო მომსახურება იყოს იმ სტანდარტის, რაც ევროპაშია და ამავე დროს - მორგებული ადგილობრივ სიტუაციაზე".

სამუშაო შეხვედრაზე ავსტრიულმა და ქართულმა მხარემ ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რაც სავალდებულო დაზღვევის ეფექტურად განსახორციელებლად არის საჭირო.

გურამ მუსხელიშვილი, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გაყიდვების დირექტორი: "ჩვენი კომპანიის მისიაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ სადაზღვევო სისტემაში და ამით შევუქმნათ მათ სოციალური და ფინანსური გარანტიები - ისე, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. სწორედ ამ მიმართულებით ვეწევით ყველაზე მეტ ძალისმხევას და ეს, ცხადია, მთლიანად სექტორზეც დადებითდ აისახება".

მომავალ ეტაპზე "ჯიპიაი ჰოლდინგის" მოწვევით, საქართველოს ეწვევა ექსპერტთა ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

"ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ლიდერია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ჯგუფი 25 ქვეყნის 50 სადაზღვევო კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არის "ჯიპიაი ჰოლდინგი".