ჯავახაძე: სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებისთვის მიმართულებები დაასახელა

ჯავახაძე: სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებისთვის მიმართულებები დაასახელა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მორიგი მისიის დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მონაცემები  2017 წლისთვის 3,5 % დან 4,3%-მდე გაზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად სავალუტო ფონდმა ექსპორტის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით ზრდა დაასახელა.

"ასევე ჯამში დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესი, კერძოდ, ხაზი გაესვა საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის, ასევე  სხვა რეფორმების მიმდინარეობას და აღინიშნა,  რომ ეს რეფორმები დათქმულ ვადებში,  საკმაოდ წარმატებით ხორციელდება", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...