მთავარი » ეკონომიკა » გიორგი ვაშაძე: ვფქირობ რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი დებატების შესაძლებლობა
გიორგი ვაშაძე: ვფქირობ რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი დებატების შესაძლებლობა
13:20 | 9 ოქტომბერი, 2017

გიორგი ვაშაძე: ვფქირობ რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი დებატების შესაძლებლობა

"არჩვენები ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია მერობის კანდიდატებს შორის გაიმართოს სრულფასოვანი დებატები. "ქართული ოცნება" ცდილობს თავი აარიდოს ფართო დებატებს იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ასე ძალიან აწუხებს მოსახლეობას! თითოეული ფორმატი, რომელიც სხვადასხვა არხებზე არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ მერობის ყველა კანდიდატს ჰქონდეს საშუალება, თანაბარი რაოდენობით მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედს" ხვალ დაგეგმილი აქვს დებატები მერობის კანდიდატებს შორის, თუმცა  ამ წუთამდე არ ვიცით, როგორი იქნება ეს ფორმატი და მივიღებთ თუ არა ამ დებატებში მონაწილეობას. გვაქვს მათთან კომუნიკაცია, თუმცა ზუსტ პასუხს ამ დრომდე ვერ გვეუბნებიან.  როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიასა და ობიექტურობაზე, ვფქირობ რომ ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბარი დებატების.

გიორგი ვაშაძემ, სხვა ტელეკოპანიებზე დაგეგმილ გადაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "ტვ პირველის"  შემთხვევაში ყველა პარტიის რეგიონალურ წარმომადგენელს, ჰქოდა თანაბარი შესაძლებლობა სატალევიზიო გადაცემაში მონაწილეობის. მისი თქმით, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს მერობის კანდიდატებზეც. ვაშაძის განმართებით, ტელევიზიებმა აუცილებლად უნდა ჩატარონ ტბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი გადაცემები.

"ერთობა ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძეს მიმართავს, თუ მას თავი ძლიერი კანდიდატი ჰგონია, ნუ შეეშინდება ღია დებატების და  ნუ დაემალება საჯარო დებატებს ყველა კანდიდატთან.

დღევანელ ბრიფინგზე ასევე აღინშნა, რომ  NDI-ს ბოლო კველვის მიხედვით, მაშინ როდესაც "ერთობა ახალ საქართველოს" არ ჰქონდა  დასახელებული მერობის კანდიდატის ვინაობა, გიორგი ვაშაძე მოხვდა ხუთეულში.