მთავარი » ეკონომიკა » "ერთობა ახალმა საქართველომ" ვაზისუბნის მაჟორიტარად თეონა ჭალიძე წარადგინა
"ერთობა ახალმა საქართველომ" ვაზისუბნის მაჟორიტარად თეონა ჭალიძე წარადგინა
17:05 | 8 ოქტომბერი, 2017

"ერთობა ახალმა საქართველომ" ვაზისუბნის მაჟორიტარად თეონა ჭალიძე წარადგინა

"ერთობა-ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ ვაზისუბნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძე წარუდგინა. ჭალიძემ უფასო სასადილოებში არსებულ კორუფციასა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მდიდარი ადამიანები ღარიბი ადამინების ხარჯზე განაგრძობენ გამდიდრებას და თბილისი არ არის სოციალური სოლიდარობის ქალაქი.

"თბილისში სულ 63  უფასო სასადილოა, რომელშიც  40 ათასამდე ადამიანი იკვებება ყოველდღიურად. სწორედ ბენეფიციარების მომართვიანობის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ სასადილოების პრობლემების შესწავლა. აღოჩნდა რომ უხარისხო საკვებთან გვაქვს საქმე, ადამიანები ვინც იქ დადიან ხშირად მხოლოდ პურის წამოსაღებად მიდიან, რადგან ამ საჭმელს ვერც ბავშვებს აჭმევენ და ვერც დიდებს.

რეალურად არ ხდება აღრიცხვა ვინ პური წაიღო  და ვინ  მთლიანი ულუფა. აღმოჩნდა რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არც მეტი არც ნაკლები ყოველთვიურად  8-10 მლნ ლარს იდებენ ჯიბეში. ჯამში ამ პროგრამისთვის 17 მლნ ლარია გამოყოფილი  და  გამოდის რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე, იმ ფულით, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება,  ვიღაცები ჯიპებს ყიდულობენ, ჯიბეებს ისქელებენ, სახლებს იშენებენ. ეს ადამიანები კი  ისევ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან და საჭმელიც  კი არ აქვთ. მე მინდა, რომ თბილისი იყოს სოციალური სოლოდარობის ქალაქი და სანამ ეს უფასო სასადილოები იქნება, ამ ადამიანებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.