მთავარი » ბიზნესი » კომპანია "m2 უძრავი ქონება" განცხადებას ავრცელებს
კომპანია "m2 უძრავი ქონება" განცხადებას ავრცელებს
19:38 | 4 ოქტომბერი, 2017

კომპანია "m2 უძრავი ქონება" განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2017 წელი - კომპანიას "m2 უძრავი ქონება" არ შეუძენია კომპანია "ცენტრ პოინტის" აქტივები და არ არის დაინტერესებული მათი შესყიდვით. m2-ს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულთათვის საკუთარი ბინების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კომპანიამ "m2 უძრავი ქონება" დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებსა და პროცესში მონაწილე სხვა მხარეებს წარუდგინა საკუთარი ხედვა - თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს m2 ამ პროცესში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ "m2 უძრავი ქონება" არ ყიდულობს კომპანია "ცენტრ პოინტს".