აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით იმერეთში 38 838  ოჯახს პრეპარატები გადაეცემა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით იმერეთში 38 838 ოჯახს პრეპარატები გადაეცემა

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონს 38 838 ლიტრი პრეპარატი გადასცა.

პრეპარატები მოსახლეობას დაურიგდება სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებლის გავრცელება აღინიშნება. ერთ ოჯახზე ერთი ლიტრი პრეპარატი და ფერომონია (მოსაზიდი ხაფანგი) განსაზღვრული. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას გადაეცემა მათი გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf). მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, პრეპარატების და ფერომონების გადაცემა დაახლოებით  230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. მათი  დარიგების პროცესი უკვე მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

7 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...