სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში

სვანეთი National Geographic Travel-ის ობიექტივში

National Geographic Travel-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გადაცემის წამყვანმა რობერტ რეიდმა სვანეთში იმოგზაურა.  უშგულელების დახმარებით ცნობილმა წამყვანმა ცხენზე ჯირითი ისწავლა და საქართველოს უდიდესი მწვერვალის შხარის ძირში იმოგზაურა.

რობერტ რეიდმა  სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებები  National Geographic Travel-ის მკითხველს და მაყურებელს გაუზიარა:  "ეწიეთ  საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეს და პატარა სოფელ უშგულს. აქ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მოგზაურაობა,  კავკასიონის მთებში ცხენით ჯირითი. მოგზაურობის დროს ადგილობრივებთან შეხვედრისას ხშირად მეორე ოჯახს იძენ. ძალიან იღბლიანი ვარ,  ამ ხალხმა საოცარი სითბო გამიზიარა.

ეს არ იყო მხოლოდ ერთი შესანიშნავი ოჯახი სადაც მე დავრჩი, არამედ მთელი უშგული იყო ჩემი მასპინძელი.   კარგი მასპინძლობა, ყოველთვის არ ნიშნავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, თუ შენ საკუთარ თავს მისცემ საშუალებას განსხვავებული მიიღო და გაიზიარო, ისიც  მიგიღებს.  ვისურვებდი, რომ ყველა მოგზაურმა გაიზირიოს ის შთაბეჭიდლებები რაც მე საქართველოში მივიღე".

National Geographic Travel-ის გადამღები ჯგუფი სვანეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2017 წლის მაისში ეწვია.  ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლების უშგულის  სილამაზეს და ადგილობრივების ცხოვრების სტილს  National Geographic Travel-ის საშუალებით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

15 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...