სილქნეტის აბონენტებისთვის დამატებითი მომსახურება "კრედიტი" ამოქმედდა

სილქნეტის აბონენტებისთვის დამატებითი მომსახურება "კრედიტი" ამოქმედდა

ინტერნეტის, ტელეფონის, ტელევიზიის სერვისით უწყვეტად სარგებლობა შესაძლებელი ხდება სილქნეტის დამატებითი მომსახურებით "კრედიტით".

შეჩერებული   მომსახურების  3, 7, 15 ან 30 დღით გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს: მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს და იდენტიფიცირების შემდგომ ჩაირთოს "კრედიტი" სასურველ პერიოდზე; აბონენტი მომსახურების აღდგენას შეძლებს სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული  საკონტაქტო ნომრიდან  სპეციალურ ნომერზე 90 001 შეტყობინების გაგზავნით; ასევე სერვის ცენტრში განაცხადის შევსებით შესაძლებელია "კრედიტით" სარგებლობა.

აბონენტს  კრედიტის გააქტიურება შეუძლია მომსახურების შეზღუდვიდან 30 დღის განმავლობაში. 3 დღით სერვისის ჩართვა - 1.50 ლარია, 7 დღით-2 ლარი, 15 დღით- 3.5 ლარი, 30 დღით-4 ლარი.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანმა" სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

2 საათის წინ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით "მეღვინეობა ვაზიანი" მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს.  კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და...