მთავარი » ბიზნესი » 2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა
2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა
14:49 | 2 ოქტომბერი, 2017

2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 64.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს მისი მოცულობა 34,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 13,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს:

2016 წელს მთლიანი ბრუნვის 44,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,9% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 25,1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,3%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის განმავლობაში 45.3 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 28,2 მლრდ. ლარი შეადგინა.