მთავარი » ეკონომიკა » ვაშაძე: ივანიშვილის თავგასულობას მხოლოდ ერთობით შევაჩერებთ
ვაშაძე: ივანიშვილის თავგასულობას მხოლოდ ერთობით შევაჩერებთ
18:37 | 30 სექტემბერი, 2017

ვაშაძე: ივანიშვილის თავგასულობას მხოლოდ ერთობით შევაჩერებთ

"ერთობა - ახალი საქართველო" ოფიციალური განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცხადებით, ხელისუფლების ყველა ორგანო ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.  საქართველოს სახელმწიფოებრიობას კი ივანიშვილი რუსეთთან ერთად უთხრის ძირს. საზოგადოება და პოლიტიკური  ოპოზიცია ახალი იდეებით უნდა დაუპირისპირდეს ამ მოვლენებს.

"ბოლო დღეებში პარლამენტში, თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენეს ის კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო ეფლობა.

ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და  მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე ორგანოდ. ამ განუკითახოაბის ფონზე კი ივანიშვილი უტიფრად იტაცებს ყველაფერს რისი მიტაცებაც შეუძლია - ძალაუფლებიდან დაწყებული, ტერიტორიებით დამთავრებული.

საქართველოს ყავს ორი დიდი აგრესორი: რუსეთი და ივანიშვილი, ორივე ნაბიჯ-ნაბიჯ იტაცებს ქართულ მიწებს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის ინსტიტუციებს, მის ეკონომიკას.

საზოგადოების დაქსაქსულობა და დაპირსპირება ოპოზიციაში ხელს უწყობს ივანიშვილისა და რუსეთის გეგმებს: საქართველო იყოს წარუმატებელი და სუსტი ტერიტორია, გაღარიბებული და დაბეჩავებული ადამიანებით, რათა მარტივად ჩაიგდონ ხელში და დაამყარონ ტოტალური კონტროლი.

ჩვენი ოპონენტი არაა არც "ქართული ოცნება", და არც კახი კალაძე, ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ფიგურებს, ისინი არიან ივანიშვილის უსახური მარიონეტები. ოლიგარქი მათი ხელით ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას, იტაცებს ჩვენ მიწებსა და ქონებას და ანადგურებს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ დღეს გვიპირისპირდება ერთი მხრივ ივანიშვილისა და მეორე მხრივ - რუსეთის რეგრესული ძალა.

საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა მოძებნოს კონსოლიდირების მექანიზმები, გამოვნახოთ ძალები ამ რეგრესს დავუპირსპიროთ პროგრესი, ახალი იდეები, რათა ერთად შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი!", - ნათქვამია განცხადებაში.