გამოფენაში "აგრო ბათუმი 2017" მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითმა ცენტრმა მიიღო

გამოფენაში "აგრო ბათუმი 2017" მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითმა ცენტრმა მიიღო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენაზე "აგრო ბათუმი 2017" ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაყენებული ღვინის საკოლექციო ნიმუშები, ხილი და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შესთავაზა დამთვალიერებლებს.
 
გამოფენის სტუმრები მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ გამოცემულ გზამკვლევებსაც გაეცნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
 
"აგრობათუმი 2017" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გახსნა და წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა.
 
აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანი აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
 
"აგრო ბათუმი 2017" დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. გამოფენაში მონაწილეობენ აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული ქართული და უცხოური კომპანიები, მათ შორის, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. საერთაშორისო გამოფენა კომპანიის "GEONET EXPO" ორგანიზებით აჭარის რეგიონში უკვე მეშვიდედ იმართება.
ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...