აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 4.9%-ით გაიზარდა

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 4.9%-ით გაიზარდა

2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 841.1 მლნ ლარით (4.9 პროცენტით) გაიზარდა და 17.8 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 22.4 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ლარით გამოსახული დეპოზიტების მატებამ, ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდამ.

საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 291.1 მლნ ლარით (5.0 პროცენტით) და 6.13 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა ძირითადად გამოიწვია მთავრობის მიერ ბანკებში დეპოზიტების გადატანამ, 250 მლნ ლარის ოდენობით. ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 566.6 მლნ ლარით, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები გაიზარდა 60.0 მლნ ლარით.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 3.8 პროცენტიანი (176.0 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.81 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ვადიანი დეპოზიტების ზრდით არის განპირობებული.

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2017 წლის აგვისტოში, უცვლელია და 65.6 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 58.2 და 77.5 პროცენტს შეადგენდა.

აგვისტოში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 5.6 პროცენტს.

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 8.5 პროცენტი შეადგინა. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 8.2 პროცენტი.

ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 9.7 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი უცვლელია და 3.1 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 2.8 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე პროცენტები გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 3.1 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის აგვისტოში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 8.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 3.1 პროცენტი შეადგინა.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...