ციფრული მარკეტინგის კონფერენცია - ციფრული რეალობა

ციფრული მარკეტინგის კონფერენცია - ციფრული რეალობა

ციფრული მარკეტინგის სააგენტო ელიოტ ვებერი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანია RBBi (Red Blue Blur ideas) ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. ღონისძიება სახელწოდებით ციფრული რეალობა ჩატარდება თბილისი მარიოტში, 17 ოქტომბერს.

ელიოტ ვებერი არის Google-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს მარკეტერებს: google adwords, სეო ოპტიმიზაცია (SEO), საიტების დამზადება, სარეკლამო ბანერები (განთავსება და დამზადება), მარკეტინგული სტრატეგია და სხვა სარეკლამო მომსახურებები.

კონფერენციის თემებია ინტერნეტის, როგორც მასობრივი საკომუნიკაციო არხის მნიშვნელობა და ციფრული კომერციის (e commerce) მართვა.

გამომსვლელთა შორის არიან როგორც ელიოტ ვებერის, ისე RBBi-ს თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ესტუმრებიან თბილისს. ძირითადი პროგრამის დასრულების შემდეგ, სპიკერები მზად არიან უპასუხონ მონაწილეთა შეკითხვებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის: ონლაინ მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, სეო ოპტიმიზაცია, ინტერნეტ რეკლამა, სარეკლამო ბანერის დამზადება და ზოგადად რეკლამა ინტერნეტში.

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ყველას ვისაც აქვს მარკეტინგის, პიარისა და უშუალოდ ციფრული მარკეტინგის მიმართ ინტერესი, მათთვის ვინ არის სტარტაპერი ან გეგმავს რომ წამოიწყოს სტარტაპი და მათთვის ვისაც უბრალოდ სურს გაიაროს ციფრული  მარკეტინგის კურსები. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ელექტრონულ სერტიფიკატებს.

კონფერენციის პარტნიორები არიან Marketer.ge, Marriot Tbilisi, ჟურნალი OK!, Georgia Today და Nexia TA.

"სიტყვა Advertising დღეს სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, რადგან საოცრად განვითარდა ციფრული მედია, რომელმაც სარეკლამო შესაძლებლობებს ახალი, განსხვავებული შესაძლებლობები შეუქმნა. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში seo, adwords, sem, development, online marketing და youtube ad მარკეტერების ყოველდღიური პროფესიული ტერმინებია, საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. სწორად ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად კონფერენციაზე მოწვეული ექსპერტები დაგვეპატიჟებინა ჩვენი პარტნიორი მარკეტინგული სააგენტო RBBi-დან", - ამბობს ნინო ბუჟგულაშვილი, ელიოტ ვებერის დამფუძნებელი.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

21 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...