სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა უფასო ვაქცინაცია ჩაატარა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა უფასო ვაქცინაცია ჩაატარა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩაატარა. ძაღლები და კატები თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და საქართველოს რეგიონებში აცრეს.  ამასთან, სააგენტოს ვეტერინარებმა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ღია გაკვეთილი, რომელზეც ბავშვებს დაავადების პრევენციის გზები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობა გააცნეს.

"ყოველწლიურად ჩატარებული ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ცოფის გამოვლენის შემთხვევები; მესამე წელია ცოფით ადამიანის  დაავადების ფაქტი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მიმდინარე წელს  დაგეგმილია 289 317 სული შინაური ცხოველის ვაქცინაცია. დღეისათვის ვაქცინირებულია 232 239 სული შინაური ცხოველი.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...