მთავარი » ეკონომიკა » m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა
m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა
16:25 | 28 სექტემბერი, 2017

m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია "m² უძრავი ქონება"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად  საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე №9ა  კორპუსის  მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის  მოწყობას ისახავს.

მემორანდუმს  ხელი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და კომპანია "m² უძრავი ქონების" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

სკვერში ბავშვებისათვის საქანელები დამონტაჟდება. ძველი სკამები კი ახლით შეიცვლება. სკვერში ასევე მთლიანად შეიცვლება და კეთილმოეწყობა საფარი.

კომპანია m²-ის მისიაა შექმნას ცხოვრების უკეთესი ხარისხი საქართველოში. ამჯერად, საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირის მოსახლეობისთვის შექმნის სივრცეს უკეთესად დასვენებისთვის.