RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმზე ხელი კომპანია RMG-ს სახელით კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ მოაწერეს.
 
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ RMG-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების მიზნით, კოლეჯი "სპექტრის" და მისი აკადემიური პერსონალის მიერ შემოთავაზებული იქნება, მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები.
 
"კომპანია RMG აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, ყველა კადრი ვუზრუნველყოთ შესაბამისი განათლებით, რაც თავის მხრივ ჩვენს თანამშრომლებს მისცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში შეუცვლელნი იქნებიან ჩვენი კომპანიისათვის", - განაცხადა RMG-ს კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
 
ამასთან, დოკუმენტის გათვალისწინებით, RMG-ის წინაშე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად პერიოდულად მოხდება სხვადასხვა პროფესიების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადება.
 
"ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა კომპანია RMG-სთან. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ცივილური კომპანიები საქართველოში არ არის ბევრი. RMG ზრუნავს თავისი თანამშრომლის გადამზადებაზე და განვითარებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვითარდება და ზოგადად ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა", - აღნიშნა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ.
კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

16 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...