სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

პოპულარული ამერიკული სამოგზაურო პორტალი Thrillist  მკითხველს მოგზაურობას მსოფლიოს 20 პატარა ქალაქში ურჩევს. იტალიურ, ესპანურ, ბრაზილიურ, გერმანულ, ავსტრიულ, იაპონურ ქალაქებს შორის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდა მოხვდა. Thrillist -ის ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ბრიუს ნორსამმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

"არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან შერწყმულია. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი,   რომელზეც 14 საუკუნეში აშენებული გერგეთის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია.  უმშვენიერესი ბუნების შესასწავლად სტეფანწმინდა საუკეთესო ადგილია, აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ და ეწვიოთ ეროვნულ პარკს, ცხელ წყაროებს, მჟავე წყლებს, ჩანჩქერებს, ტბებს.

აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს რუსეთი, თუმცა საქართველოში უფრო მეტად ურჩევნიათ თეთრი და წითელი ღვინო შეადარონ  ერთმანეთს ვიდრე ჩრდილოელ მეზობელზე ისაუბრონ.  ეს არის ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ღვინის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 3,7 მილიონია, მაგრამ  ვაზის 500-ზე მეტი ჯიშით არის ცნობილი", - წერს ბრიუს ნორსამი.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

5 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...