გიორგი გახარია: "ბიზნეს ჰაუსს" ვაკეთებთ, გვერდით კი ეკონომიკის სამინისტროს ავაშენებთ

გიორგი გახარია: "ბიზნეს ჰაუსს" ვაკეთებთ, გვერდით კი ეკონომიკის სამინისტროს ავაშენებთ

"ეკონომიკის სამინისტრო ქირით ყოფნას დიდხანს არ აპირებს. სამინისტროს აქვს პროექტი, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე დაიწყება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ეკონომიკის სამინისტროს ექნება თავის შენობა. საუბარია, რომ იქ სადაც სამინისტროების უმეტესობაა, რამდენიმე სამინისტრო კიდევ გადავიდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკის სამინისტრო და კიდევ ერთი, ან შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრი იყოს. საქმე იმაშია, რომ ხარჯის ეფექტურად მართვის ნაწილში ჩვენ თუ ვიქნებით იმ ლოკაციაზე სადაც არის ფინანსთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროები და შემოსავლების სამსახური, უკეთესი და უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის. ჩვენ იქვე "ბიზნეს ჰაუსს" ვაკეთებთ და იქ გვერდით, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროც იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.