გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და  სტრუქტურული რეფორმები იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრომლობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

საუბარი შეეხო ეკონომიკურ მაჩვენებლებს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სამწლიან პროგრამას ახორციელებს. ახალი პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას ეფუძნება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

11 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...