ლოუსონი:ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკურ სისტემას,რაც დღეს საქართველოშია

ლოუსონი:ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკურ სისტემას,რაც დღეს საქართველოშია

"დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა", - ამის შესახებ  ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგის ერთ-ერთ ავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 "ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები  და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ჩვენ აშშ-ში ვანიჭებთ. ვინაიდან საქართველოში იმაზე მეტი რეფორმა განახორციელდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ქონდეს, რაც დღეს საქართველოშია", - აღნიშნა ლოუსონმა.

რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და "ახალი ეკონომიკური სკოლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...