მთავარი » ეკონომიკა » ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
19:00 | 21 სექტემბერი, 2017

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. თანამშრომლებს საერთაშორისო გამოცდილება ტურიზმის ცნობილმა ექსპერტმა კარმენ ალტესმა გაუზიარა.

ტრენინგი 21 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება. კარმენ ალტესი საქართველოში USAID-ის პროექტის "Zrda" და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება. კარმენ ალტესის განცხადებით, ის ადგილზე შეისწავლის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების საქმიანობას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შეიმუშავებს საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარების გეგმას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თანამშრომლობა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საქართველოში არებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების შეფასება და რეკომენდაციები; ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისა და თანამშრომლთა საჭიროებების გამოვლენა; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელის ქეთი ჭუმბურიძის განცხადებით,საერთაშორისო ექსპერტის მოწვევის მიზანია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში გამოცდილების გაზიარება და ხარისხის ამაღლება. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი "ზრდა" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. დამატებითი ინფორმაციისათვის.