ნათია თურნავა: "ნენსკრა ჰესის" პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში

ნათია თურნავა: "ნენსკრა ჰესის" პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, "ნენსკრა ჰესის" პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს. ამის შესახებ ნათია თურნავამ გადაცემაში "საქმის კურსი" განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ კერძო ინვესტორს ეძლევა დროებით სარგებლობის უფლება და 35 წლის შემდეგ ჰესი საქართველოს მოსახლეობას უკან დაუბრუნდება. 

"ნენსკრა ჰესი" გახლავთ საქართველოს ენერგეტიკისთვის განსაკუთრებული რამოდენიმე ნიშნით. პირველი - ეს არის უმსხვილესი პროექტი - ერთ მილიარდიანი და მეტიც და ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ცოტა გვაქვს. მეორე მხრივ, "ნენსკრა ჰესი" შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგოუსაფრთოხებაში. დღეს ჰიდროენერგია მიწოდებულია ერთი ჰესის მიერ. ეს არის "ენგურჰესი", რომელიც მართალია ძალიან კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტირდება დროდადრო, მაგრამ წინა საუკუნის 80-იან წლებშია მაინც გაშვებული და მისი ნაწილი მდებარეობს ჩვენთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს გარკვეულ რისკებს ქმნის. სწორედ ისეთი პროექტები, როგორებიცაა "ნენსკრა", "ხუდონი", "ნამახვანი", "ონი", შეავსებს ამ რისკს. ეს არის პროექტები, რომელსაც აქვს მაღალი კაშხლები და დიდი რეზერვუარები. სწორედ ეს იყო მთავრობის დაკვეთა და ამ ფორმით ეს ყალიბდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წყარო : bm.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

11 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...