2017 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან, 7.4%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან, 7.4%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1804.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 400,9 მლნ. აშშ დოლარი იყო (26,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1403.5 მლნ. აშშ დოლარი (2.9 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 28.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 28.5, 24.2 და 29.7 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში 31.9 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 2110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 31.0 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 674.0 მლნ. აშშ დოლარი (58.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1436.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.1 პროცენტი და იმპორტში 29.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 27.3, 32.5 და 25.8 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-აგვისტოში 23.1 პროცენტი).

2017 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1000.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (700.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (554.1 მლნ. აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 275.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 210.0 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 122.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 416.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 296.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 233.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.7 პროცენტი).

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...