ანა კავლელიშვილი: პირველად ვიხილეთ ესპანელი ცეცხლოვანი ქალბატონებისა და ქართველი მამაკაცების დუელი სცენაზე

ანა კავლელიშვილი: პირველად ვიხილეთ ესპანელი ცეცხლოვანი ქალბატონებისა და ქართველი მამაკაცების დუელი სცენაზე

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობდა.  ღონისძიებებმა  სტარტი 31 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო და ურეკში გაგრძელდა, სადაც საუკეთესო ნომრები ქართულ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად  ფესტივალში მონაწილე  შემსრულებლებმა წარმოადგინეს.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს, "Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება და  ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალმა წელს 7 ქვეყნის ფოლკლორი გააერთიანა, რომელიც გრანდიოზული გალა კონცერტით "Black Sea Arena"-ზე დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე: ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ. მათ თავიანთი ქვეყნის ტრადიციული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები შეასრულეს და  თავიანთი ქვეყნის უნიკალური ხალხური ტრადიციები, სიმღერითა და ცეკვით შემოგვთავაზეს. საქართველოს წელს ანსამბლები "რუსთავი" და "ბასიანი" წარმოადგენდნენ.

"გალა კონცერტზე მრავალფეროვანი და საუკეთესო სანახაობა გველის", - ასე გვპირდებოდნენ ფესტივალის ორგნიზატორები და არც თუ უსაფუძვლოდ. "Black Sea Arena"-ს გრანდიოზულ სცენაზე ცეცხლოვანი შოუს ესპანელებმა დადგეს - ფლამენკოს შემსრულებელთა ჯგუფი "La Moneta &  Flamenco" სპეციალური სტუმრის სტატუსით სწორედ, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარსდგა მაყურებლის წინაშე.

"ფოლკლორი ძალიან ფაქიზი მუსიკალური ჟანრია და სიფრთხილეა საჭირო. მისი ტრადიცია და ღირებულებები არ უნდა დაირღვეს. თუმცა ყოველი ახალი ღონისძიების დროს მას ახალი სული უნდა შთაბერო, რათა ახალი თაობებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადო. ეს არის საგანძური რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს, ეს არის ქვეყნის ისტორია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრდაიცია. მიუხედავად ჩვენი დარბაზის მასშტაბურობისა, ფოლკლორი ეს არის ჟანრი, რომელზეც უარს არცერთ წელს არ ვიტყვით.

ამიტომაც უკვე მეორე წელია ბლექ სი არენა არის მასპინძელი და ერთ-ერთი ორგანიზატორია შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის. მეამაყება რომ ამ ღონისძებაში ჩართული ვარ და მთელი წლის განმავლობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად ვმუშაობთ, როგორ გავხადოთ ფესტივალი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. ჩვენ ერთ კონცერტში ვნახეთ სხვა დასხვა ერების კულტურა.

გავაცოცხლე წარსული და რაც მთვარია გავეცანით სხვა ქვეყნის ფოლკლორს. წელს მაყურებელი გააოცა კონცერტის კულმინაციამ, ეს იყო საღამოს ყველაზე საინტერესო ნაწილი. ჩვენ ამ დღეს პირველად ვიხილეთ  ესპანელი ცეცხლოვანი ქალბატონებისა და ქართველი მამაკაცების დუელი ჩვენს სცენაზე", - ფესტივალისგან მიღებელ შთაბეჭდილებებზე საუბრობს "ბლექ სი არენა ჯორჯიას" დირექტორი ანა კავლელიშვილი.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...