2017 წლის II კვარტალში, მშპ-ის მაჩვენებელმა, 9 066 1 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წლის II კვარტალში, მშპ-ის მაჩვენებელმა, 9 066 1 მილიონი ლარი შეადგინა

2017 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 066,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,7 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,9 პროცენტით.

2016 და 2017 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ კვარტალურ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. წინა წლების მაჩვენებლებში გამოყენებულია აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები. წინა წლების მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის მონაცემების გათვალისწინებით დაზუსტდება 2017 წელს, რაც გამოიწვევს ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლების დინამიკური მწკრივების დაზუსტებას 2003-2014 წლების მიხედვით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,7 პროცენტი) და ვაჭრობა (15,2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,9 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,8 პროცენტი), მშენებლობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (16,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,0 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (4,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (4,5 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.4 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (-0,9 პროცენტი).

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...