თბილისში საქმიან ქალთა გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

თბილისში საქმიან ქალთა გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

თბილისში საქმიან ქალთა გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი იყო მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე საქმიანი ქალბატონებისთვის.

ფორუმზე თავიანთი გამოცდილების შესახებ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა გამომსვლელებმა ისაუბრეს, მათ შორის იყვნენ ქეთევან ბოჭორიშვილი, ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია სირაბიძე, მარდი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე კრისტი ლანგენტი კალიფორნიიდან, ჩარლი დოუვი ბრიტანეთიდან, ვივიენ აფენ გილი საფრანგეთიდან, მეგი სემპლი ბრიტანეთიდან, მაკო აბაშიძე ბრიტანეთიდან, სანემ ოქტარი თურქეთიდან, სოფი იბოტსონი ბრიტანეთიდან და ჯესიკა ლემი ჩინეთიდან.

"საქმიან ქალთა გაერთიანების" პრეზიდენტ ეკატერინე მაისურაძის განცხადებით, ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...