ესპანეთმა Facebook-ი 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ესპანეთმა Facebook-ი 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ესპანეთმა ფეისბუქი, კონფიდენციალურობის დარღვევის გამო, 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური ქსელი, მომხმარებლების ნებართვის გარეშე, მათი პირადი ინფორმაციის შეგროვებაში დაადანაშაულეს. როგორც მონაცემთა დაცვის ესპანური რეგულატორი იუწყება, ფეისბუქის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ზოგად და გაურკვეველ პირობებს შეიცავს, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის უფლების მიღებას არ ითვალისწინებს.

დიდი ალბათობით, ფეისბუქი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, აღნიშნულის შესახებ თავად ფეისბუქში აღნიშნავენ.

"მომხმარებლები თავად ირჩევენ, თუ რომელი ინფორმაციის დამატება სურთ თავიანთ პროფილზე და მას სხვას უზიარებენ. მაგალითად, თავიანთი რელიგიური შეხედულებები. თუმცა, ცვენ ამ ინფორმაციას რეკლამების ტარგეტირებისათვის არ ვიყენებთ", - აცხადებენ კომპანია ფეისბუქში.

RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

17 ივლისი, 2018

როგორც RBC წერს, კომპანია Booking.com-მა დაადასტურა, რომ ყირიმში არსებული სასტუმროების დაჯავშნის სისტემა შეცვალა. Booking-ში აცხადებენ, რომ ახლა მომხმარებლებს, რომლებსაც ყირიმში სასტუმროს ნომრის დაჯავშნა სურთ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი...