გახარია: აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერაა

გახარია: აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერაა

"EBRD-ის პრეზიდენტის ეკონომიკური ზრდის შეფასება იყო 3,8%, ჩვენ დღეს, 7 თვის მონაცემებით, უკვე 4,4% გვაქვს, თუმცა, მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც EBRD - ის პრეზიდენტმა გააკეთა", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"EBRD-ის პრეზიდენტმა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელიც აძლევს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალებას. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ძალიან სინქრონულად აწყობილი ურთიერთობა, რაც არის ეკონომიკური ზრდის და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნის საფუძველი", - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სუმა ჩაკრაბარტმა განაცხადა, რომ ის რეფორმები, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ტარდება, აძლევს საქართველოს შესაძლებლობას გახდეს მეორე ტალღის განვითარებადი ქვეყნების ლიდერი.

"აშკარაა, რომ ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულწილად მომავალი წლების განმავლობაში დავუახლოვდეთ აღმოსავლეთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ხორციელდება 4 პუნქტიანი გეგმა და ყველა ის რეფორმა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

კამპანიის "ძალა ევროპაშია" პირველი ევროტური კახეთში დასრულდა

9 საათის წინ

კოალიციის "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები კამპანიის "ძალა ევროპაშია" მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.  ტურის...