Fitch Ratings-მა, სილქნეტს "B+" საკრედიტო რეიტინგი  დაუდასტურა

Fitch Ratings-მა, სილქნეტს "B+" საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა სილქნეტს B+  საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა. აღნიშნული რეიტინგი კომპანიას 2016 წელს მიენიჭა.

"მოხარული ვართ, რომ Fitch-მა დაადასტურა სილქნეტის საკრედიტო რეიტინგი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ იქნა მიღებული.  ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ საქართველოს არასაფინანსო სექტორიდან, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიიღო და რომელმაც საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა.  იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ავამაღლებთ ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის სტანდარტებს", - განაცხადა "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება "სილქნეტი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი  საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის 41%, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30% და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...