სოფლის მეურნეობის დარგში, I კვარტალში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მლნ დოლარი შეადგინა

სოფლის მეურნეობის დარგში, I კვარტალში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მლნ დოლარი შეადგინა

სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში თავის მაქსიმუმს 2014 წლის მეორე კვარტალში მიაღწია, როდესაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 4.4% (8.7 მილიონი დოლარი) განხორციელდა სოფლის მეურნეობაში.

2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების რაოდენობა, როგორც ეროვნული ასევე უცხოური ვალუტით, 2013 წლიდან იწყებს ზრდას. აღნიშნული ზრდა შეიძლება აიხსნას სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების მზარდი ხელშეწყობით. საინტერესოა, უკანასკნელ პერიოდში უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხების შედარება. 2017 წლის პირველ ნახევარში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა (49.8 მილიონი ლარი) 6.5%-ით აღემატება ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობას (46.8 მილიონი ლარი), 2016 წლის პირველ ნახევარში 344.4%-ით, ხოლო 2016 წლის მეორე ნახევარში 92.7%-ით.

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

44 წუთის წინ

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიიზმა ივანიშივილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს. "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ...