საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

2017 წლის აგვისტოში  საქართველოს 1,080,449  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია.   აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%).

საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა,  რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%).

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...