ჩაკრაბარტი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი EBRD-ის პროგნოზს გადააჭარბებს

ჩაკრაბარტი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი EBRD-ის პროგნოზს გადააჭარბებს

"დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ საქართველომ უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას", - ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და  4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახალი პროგნოზის შესახებ ნოემბერში ისაუბრებს, თუმცა სუმა ჩაკრაბარტი დარწმუნებულია, რომ საქართველო, EBRD-ის საოპერაციო ქვეყნებთან შედარებით, სწრაფ ზრდას განაგრძობს.

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

19 საათის წინ

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ...