"ვისოლმა" "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

"ვისოლმა" "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო

"ვისოლმა" "საბერძნეთის პეტროლიუმთან", საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

"ეკოს" პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში  გაიხსნა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე "ვისოლი" საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე "ეკოს"  ბრენდს აბრუნებს, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული. "ეკოს" აგს-ზე "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. პილოტური აგს-ის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე "საბერძნეთის პეტროლიუმი" და "ვისოლ ჯგუფი" ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვა ლოკაციებზეც "ეკოს" სადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

"ეკოს" ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

"არემჯი" დაბა კაზრეთში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციას ახორციელებს

7 საათის წინ

დღეს "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ დაბა კაზრეთში, კომპანიის მიერ გარემონტებული სკვერი მოინახულა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი  თავშეყრის ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი"...