დინამო არენას სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა

დინამო არენას სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა

დინამო არენას სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. რეაბილიტაციისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება დინამო არენას სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41ლარია გამოყოფილი. ამასთან, დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა და I და II იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც   237 778 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, ოთხი ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41 762,92 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია, ასევე, უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც  704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011ლარი დაიხარჯება.
რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

10 საათის წინ

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს. სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი...