"ვისოლმა" საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა

"ვისოლმა" საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა

"ვისოლმა" საბერძნეთის პეტროლიუმთან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

"ვისოლმა" "საბერძნეთის პეტროლიუმთან", საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. შესაბამისად, ხვალ, 5 სექტემბერს, 12 საათზე "ეკოს" პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნება.

"ეკოს" ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

1 საათის წინ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს "ვაზისუბნის მამული" ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას...