მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ბიზნესმენი, ძირითადად, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებითა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნით არის დაინტერესებული, ასევე, სასტუმრო სექტორში შემოსვლას განიხილავს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, ასევე ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.

განსაკუთრებით აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით არსებობს.

ტურისტულ კომპანია Mouzenidis Group-ს 18 ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. ავიაკომპანია ELLINAIR-ი რეისებს ევროპის 12 ქვეყანაში ასრულებს, საქართველოში კი კუნძულ კრეტადან და თესალონიკიდან დაფრინავს. მსხვილი ბერძნული ჰოლდინგის მფლობელი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბორის მუზენიდისი, თბილისის შემდეგ, გუდაურსა და ბათუმში სტუმრობასაც გეგმავს.

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სოფელ ვაზისუბანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

57 წუთის წინ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში შპს "ვაზისუბნის მამული" ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც სულ მცირე 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას...