"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქარველოს" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქარველოს" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

"მივმართავ პროკურატურას, გადამოწმდეს ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ბიუროდან შუამდგომლობების საფუძველზე გასული აქტები - ისნის რაიონის გამგეობის მიერ დაკმაყოფილებული განცხადებების ადრესატები. შესაძლებელია ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი მოქალაქეების განცხადებების დაკმაყოფილების ნაცვლად მოქალაქეებისგან გარკვეულ სარგებელსაც ნახულობდა წილის სახით.

საჭიროა დაიკითხოს ყველა ის პირი ვინც ბიუჯეტიდან ზურაბ ნეფარიძის უშუალო მონაწილეობითა და შუამდგომლობით მიიღო დახმარება ისნის რაიონის გამგეობიდან. აქვე შეგახსენებთ რომ სწორედ ზურაბ ნეფარიძე ახდენდა ზეწოლას ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებზე და აიძულებდა მათ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადების დაწერას. ამ საქმესაც იძიებს პროკურატურა უკვე სამი წელია", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...