აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი  მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა

აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა" აჭარის მონაკვეთში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სანათი  მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დაასრულა.

სანათ მოწყობილობებზე განათების სიმკვეთრისა და სიმძლავრის მომატების სამუშაოები ფინური კომპანია "SABIK MARINE"-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა. ახალი სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ინსტალირება ნათების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის  შესაბამისად კომპლექსურად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა   უკვე აღჭურვილია შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი  სანავიგაციო მოწყობილობებით.

ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახური შემდგომშიც მუდმივად განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...