საქართველოს რკინიგზა, აქციებთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს

საქართველოს რკინიგზა, აქციებთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს

რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ პროცესები მართულია და პროვოკაციის მოწყობაში პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ადანაშაულებს. დღეს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პეტრიაშვილი "პოზიციებს" არ თმობს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას "საქართველოს რკინიგზასთან", მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე სადაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ სცადეს “საქართველოს რკინიგზის” შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით აღკვეთილ იქნა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აქციის ფარგლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსი დაჩია ცაგურია უფლებამოსილებას ამეტებს. რეჟისორი და დაჩი ცაგურიას თანამოაზრე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლაში გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ შიმშილობა არის თვითმკვლელობის მცდელობა და ეჭვობს, რომ თავს იმისთვის არავინ მოიკლავს, რომ დაჩი ცაგურია "საქართველოს რკინიგზაში" მუშაობს.

"ეს არის შანტაჟი! ვინ დამარწმუნებს, რომ  ადამიანი თავს იკლავს იმისთვის, რომ დაჩი ცაგურია აღარ იყოს "საქართველოს რკინიგზის" პრესმდივანი? ეს ხომ აბსურდია".

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ირაკლი პეტრიაშვილის ქმედებებით შესაბამისი ინსტიტუტები უნდა დაინტერესდნენ.

- სამშობლო იწვის, ქვეყანაში ხანძრის 30 კერაა გაჩენილი... ვფიქრობ, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს ზუსტად ის დაანონსებული ცხელი ზაფხულია, რომელითაც, პირდაპირი გაგებით, ქვეყნის მტრები დაგვემუქრნენ! 

როდესაც მთელი ქვეყანა, ყველა პატიოსანი მოქალაქე, ათასობით მაშველი, მეხანძრე, პოლიციელი, მაშველი,  რკინიგზელი, ჯარისკაცი იბრძვის, რომ ბორჯომის ხეობა, ქვეყანა გადაარჩინოს ამ უბედურებისგან. პროვოკატორთა ჯგუფი, სააკაშვილის "შნირი", პროფკავშირების სავარძელში ზონდერების მიერ,  იარაღით ჩასმული პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს რკინიგზის პარალიზებას.  დღეს  რკინიგზაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. კარგი დროა არჩეული... ის არის დივერსანტი, ისეთივე როგორც ისინი, ვინც  ტყეებში "შემთხვევით" ბენზინის  ავზები დატოვეს. ეს არის დივერსია, ეს არის ქვეყნის მტრობა. ჩემთვის  ეს არის კრიმინალი. სუბიექტი, რომელიც 14 წელია ქართველი ხალხის სისხლს წოვს. ეხლა  შანტაჟით ცდილობს ნაძალადევი კეთილდღეობა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივოს... ვინმე გიორგი კანდელაკის კლონი მგონია, რომელიც საკუთარი ქვეყნის  ცილისწამებით არის გამორჩეული. ყველას გვახსოვს როგორ ცდილობდა, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ ევროპაში თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ზუსტად იგივე ხელწერაა. დღეს პეტრიაშვილი ცილს წამებით ემუქრება ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას, ძალადობით და შანტაჟით ცდილობს, საკუთარი ადგილის შენარჩუნებას.  თუ მას ჰგონია, რომ არ ვიცით რომელ უწყებებში,  რაზე აწერდა ხელს ცდება! ვიცით...  სამწუხაროდ, არის მცდელობა  მიგვავიწყონ ვინ რას წარმოადგენს... ტიპი ცდილობს გაიოცწლედოს თავისი ყოფნა ქერის ორმოში, რომელიც მოიწყო და ისევე როგორც მისი ბელადი მზად არის ამისთვის ქვეყანა გადაბუგოს, რკინიგზა გააჩეროს, ოღონდ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნოს.

ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ნაირნაირი ნიღბით ახერხებს პოლიტიკაში დარჩენას, -  მის მიერ დატოვებული გომბეშოები, სხვადასხვა თბილ ადგილებში  მოკალათებულები, ცდილობენ ფინანსური წყაროების შენარჩუნებას.  ოცნებობენ როგორმე დააბრუნონ "მაწანწალა", რომელიც მსოფლიოში დაძრწის და სამშობლოდ სხვა და სხვა ქვეყანებს ასაღებს, თანაც ყველგან ცეცხლის გაჩენას ცდილობს.

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს საზოგადოება მიყურადებულია თუ რა მოხდება საქართველოს გულში, ბორჯომის ხეობაში, სადაც თითქმის ყველა ჩვენგანი, ჩვენი ბავშვებია გაზრდილი... ვის გინდა დააჯერო რომ ესეთ განსაცდელში ადამიანები შიმშილობენ დაჩია ცაგურიას პრესმდივნობიდან გადადგომის მოთხოვნით. ასეთი პრეცენდენტი მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ეს აბსურდიც კი აღარ არის. ეს გონებადაბნელებული სექტა ცდილობს შექმნას ახალ ახალი ცეცხლის კერები,  აქ დარჩენილი ნაგავის ხელით... დრო იხელთეს... მაგრამ მინდა იცოდნენ! ცეცხლსაც ჩავაქრობთ, კერებსაც მოვასუფთავებთ და მათ ადგილსაც მივუჩენთ სანაგვეზე.

- რას ურჩევდით საქართველოს რკინიგზას? კომპანიამ ხომ არ უნდა მიმართოს უფრო მკვეთრ გადაწყვეტილებას?

-  კომპანიამ, პოლიციამ, საზოგადოებამ ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ამ დაუფარავ ბოროტებასთან  მიმართებაში... გუშინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ეს ის ადამიანები, არიან, ვინ საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს სასიცოცხლო არტერიას ანაყოფიერებს და საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ასოციაციის წევრები მიმართავენ სახელმწიფოს რათა უზრუნველყოს ქვეყანაში კანონი და წესრიგი.  საქართველოს ეკონომიკის გულის ფეთქვას უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზა და მას დივერსია ემუქრება, მის გაჩერებას ცდილობენ.   გასაგებია, რომ  მომენტი საგანგებოდ არის შერჩეული, როცა მთელი ყურადღება ბორჯომის ხეობისკენ არის გადატანილი და არამარტო საქართველოსი, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისაც. აზერბაიჯანმა, თურქეთმა, რომელსაც თვითონ ხანძარი აქვს სამხრეთში, ბელორუსმა თვითმფრინავი და ვერტმფრენები, მაშველები და მეხანძრეები გამოაგზავნა საქართველოში. წარმოიდგინეთ კომფლიქტის პირობებში  მყოფი 2 ერის წარმომადგენლები ერთად, ხელ და ხელ იბრძვიან საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად და ამ დროს პროვოკატორი პეტრიაშვილი ცდილობს ამ ცეცხლის გაღვივებას, ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, საქართველოს რკინიგზაზე. 

- რა შეიძლება მოჰყვეს რკინიგზის მუშაობის შეჩერებას?

- თავად განსაჯეთ!  ეს კოლაბორაციანისტები ოღონდ მართვის  სადავეები უკან დაიბრუნონ  მზად არიან ქვეყანა  გადაბუგონ. ხომ ვნახეთ გუშინ, "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, როგორ ინანა წამყვანმა ცეცხლის ჩაქრობა! ეს ხომ ყველამ გავიგეთ... ხანძრის ჩაქრობას ნანობს ეს ხალხი... მიუხედავად ამისა  მავანი დაჯინებით ცდილობს "რუსთავი 2"-ს  თავისუფალ პრესად გასაღებას. გვარწმუნებენ რომ "რუსთავი 2"-მა გადასახადები არ უნდა გადაიხადოს... ამას ვინ ჭამს? ინდიელებს აქვთ ანდაზა- თუ ადამიანი  თავს იმძინარებს იმას ვერ გააღვიძებო. ასეა - ზოგიერთები თუ  თავს იმძინარებენ, მათ ვერაფერი გაგაღვიძებს.

- გამოდის, რომ თქვენ პასუხისმგებლობას სამართალდამცველებს აკისრებთ?

- პასუხისმგებლობა  დივერსანტებზეა, რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი იმიტომ არსებობენ, რომ ეს მცდელობები აღკვეთონ. ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლა ფაქტობრივად მეორე 13 ივნისად იქცა! დღეს იქ ყოფნა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცეცხლთან ბრძოლა,  ომში თავგანწირვის ტოლფასია, მაშველები, მეხანძრეები, რკინიგზელები, ჯარისკაცები თავდაუზოგავად ებრძვიან ხანძარს. იქააა მთელი ქვეყანა, არავინ დარჩა ვინც არ შემოგვეხმიანა და დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა, დივერსანტების გარდა, რომელთაც ცეცხლის გაჩენა ეხლა რკინიგზაზეც უნდათ... ვერ მივართმევთ!

- აქციის დროს არაერთხელ ახსენეს "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას სახელი და გვარი. აქციაზე ამბობენ, რომ ის უფლებამოსილებას ამეტებს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- დაჩი ცაგურია არის სამაგალითო კაცი, რომლის გადატეხვა სურდა იმ ბოროტ რეჟიმს და ვერ შეძლო. რასაც დღეს ბორჯომის ხეობაში აკეთებენ პოლიციელები, მეხანძრეები, ჯარისკაცები იგივეს აკეთებდა საზოგადოების ინტერესების, ღირსების დასაცავად დაჩი ცაგურია. პეტრიაშვილი საერთოდ  როგორ ბედავს დაჩია ცაგურიას სახელის ხსენებას.  საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დაჩი საქართველოსთვის თავდადებული გულანთებული ახალგაზრდაა და ეს თავისი ცხოვრებით დაამტკიცა. დაუშვათ, თუ ის ამეტებს თავის უფლება-მოვალეობას, ეს არ არის პეტრიაშვილების  გადასაწყვეტი.  კომპანიას ჰყავს მმართველობა, ათასობით თანამშრომელი და თუ საჭირო გახდა  ისინი მიიღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცენდენტი. შიმშილობა არის ნებაყოფლობითი თვითმკვლელობის მცდელობა და დედამიწაზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვიღაცას თავის მოკვლა სურს მხოლოდ იმიტომ, რომ დაჩი ცაგურია საქართველოს რკინიგზის პრესმდივანია. ეს აბსურდია!

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...