ქუთაისში, საკანალიზაციო სისტემის სრულ განახლებას, აზიის ბანკი 300 მლნ ლარით დააფინანსებს

ქუთაისში, საკანალიზაციო სისტემის სრულ განახლებას, აზიის ბანკი 300 მლნ ლარით დააფინანსებს

მომავალ წელს, მთელი ქუთაისის მასშტაბით საკანალიზაციო სისტემის სრული განახლება იგეგმება. ამის შესახებ "აიპრესთან" ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა. როგორც ის "აიპრესთან" ჰყვება, აღნიშნული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის და მასში ადგილობრივი თვითმმართველობა არ ერთვება. საკანალიზაციო ქსელის სრულ განახლებას, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

"100 მილიონ ევროდ ღირებული პროექტია. 300 მილიონ ლარზეა საუბარი. წლის ბოლოს ცხადდება ტენდერი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. 3 ლოტად გამოცხადდება, რომ ჩქარა განხორციელდეს.

მთელს ქალაქში შეიცვლება სისტემა. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი უკვე მზადაა. აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო შესყიდვების პროცედურებით, ისინი გამოაცხადებენ და შეარჩევენ კომპანიას და თვითონვე გამოაცხადებენ ტენდერს. ქალაქის თვითმმართველობა ამ პროცესში ჩართული არ არის", - განაცხადა მურღულიამ.

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

22 ივნისი, 2018

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...