საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საბანკო სექტორი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი,  ვერ იქნება გულგრილი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დღეებში, მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას სტიქიასთან ბრძოლის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მომენტში. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას საქართველოს ბანკების ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და ყოველწლიურად ზრდის ეკონომიკის დაფინანსების მოცულობას,  ყოველთვის სოლიდარული იყო იმ სტიქიური და ექსტრემალური სიტუაციებისას, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გასულ წლებში განვითარდა, ეხება რა ეს 2008 წლის აგვისტოს ომის თუ თბილიში 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო შედეგების, სოლიდური მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შედეგად, ეს პრობლემა გლობლურ ხასიათს ატარებს და ამ სახის კატაკლიზმებისაგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რაც სამწუხაროდ, ხშირად ადამიანური ტრაგედიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების მიზეზი ხდება. ჩვენ სოლიდარულები და მადლობელი უნდა ვიყოთ პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ დღეებში მართლა გმირული შემართებით, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად  ებრძვის სტიქიას.  ასევე, ყველა იმ ქვეყნის, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გვიწევენ.

საბანკო სექტორი ბორჯომის ხეობაში, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძრის კერებთან დაკავშირებით,  უერთდება რა პრემიერ - მინისტრის განცხადებას, გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში და ქვეყნის უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღდგენისა და შენარჩუნების საქმეში, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოს ბანკების ასოციაცია, უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საბანკო სექტორი მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიმართულებით ხორციელდება, ხოლო ბანკების მხრიდან თუ რა სახის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა იქნება გამოყოფილი, დამწვარი ტერიტორიების აღდგენის და ხანძრის პრევენციის კუთხით,  ამის შესახებ  განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

18 ივნისი, 2018

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს. წლიური საპროცენტო განაკვეთი...