ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგაზენებით საქართველოს ყაზახი ჟურნალისტები ეწვივნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდიის "მიტრაფილმი"-ს გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ გასართობ-შემეცნებით გადაცემას ამზადებს, რომელიც ყაზახეთის რამდენიმე სატელევიზო არხზე გადაიცემა და მილიონობით მაყურებელი იხილავს. პრესტურის ფარგლებში ყაზახმა ჟურნალისტებმა თბილისი, მცხეთა, გორი, ბორჯომი, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს. სატელევიზიო სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს საზღვაო კურორტებს და ქართულ კულინარიას დაეთმობა.

ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 7თვეში ყაზახეთიდან საქართველოს 32 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...