მთავარი » ბიზნესი » სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ
სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ
15:27 | 16 აგვისტო, 2017

სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ

"შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს"

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

ქვეყნის მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება.

როგორც ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელა გელაშვილი განმარტავს 2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53 პროცენტით გაიზრდება , ნახშირორჟანგის (CO2) ემისიები კი 55%ით მოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა. ამასთან, ფიზიკოსი დღეს არსებულ თბოდანაკარგებზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს და აშ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენებით  ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰოდროიზოლაცია, მთალიანად ნაგებობის, მათ შორის ცხელი და ცივი წყლის მილების, თბოიზოლაციით უზრუნველყოფა და ა.შ.

"ნანო ტექნოლოგიებით შესაძლებელია 25 მიკრონის დიამეტრის მიკრო სფეროს მიღება, რომელიც არის მთავარი კომპონენტი ვესტუსის თბოიზოლატორში".

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებენ. 

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის" თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს "ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია", თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის "ვესტუსის" გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში "ვესტუსის" ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა.  

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება. "ვესტუსის" გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი.