მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს. პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გააცნობენ და ადგილზე კონსულტაციებს გაუწევენ.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...